მოტივაცია არის სურვილი, შინაგანი იმპულსი, რომელიც
ადამიანს მიზნის მიღწევის საშუალებებისკენ უბიძგებს. მოსწავლის
მოტივაციის ინიცირება და, მით უფრო, მისი
შენარჩუნება საკმაოდ რთულია. რაც უფრო მეტად
მოტივირებულნი არიან მოსწავლეები,
მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც
ნაკლებად - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც
იკლებს. ის, რაც
ერთ-ერთი მოსწავლისათვის მამოძრავებელ ძალად იქცევა,
მეორისთვის შესაძლოა ვერ იქცეს მოტივაციის
წყაროდ.
საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს იმის ასახსნელად, თუ
რატომ არიან ხშირად მოსწავლეები
არამოტივირებულნი. მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის და მათი აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად
საჭიროა დავადგინოთ, თუ რა ფაქტორები
ახდენს გავლენას მათ მოტივაციაზე, განვსაზღვროთ
მოტივაციის ტიპი, მივმართოთ სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მის ასამაღლებლად.
არსებობს მოტივაციის 2 ძირითადი ტიპი: შინაგანი და გარეგანი.
შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული
ქმედებისკენ სწრაფვა, რომელიც შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილების თუ რაიმეს აღმოჩენის სურვილით. გარეგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ
სწრაფვა, რომელიც გამოწვეულია გარე
ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით. (სწავლება და
შეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008).
მოსწავლის სასწავლო აქტიურობა შეიძლება განპირობებული
იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. შინაგანი მოტივაცია არის
თვით-მოტივაცია და იგი ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. მისი
კომბინაცია გარეგან მოტივაციასთან საუკეთესო წინაპირობაა წარმატებული
სწავლისათვის. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება
სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი
მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს
არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.
ზოგადად მოტივაციის 4 ძირითადი წყარო
არსებობს:
1.
საზოგადოება;
2.
მნიშვნელოვანი
ადამიანები;
3.
მასწავლებელი;
4.
მეთოდი.
No comments:
Post a Comment