უცხო ენის შესწავლისას მოტივაცია დიდ როლს
თამაშობს. ენის შემსწავლელს, უმეტეს შემთხვევაში, ერთი მომენტი მაინც აქვს,
როდესაც მზად არის ფარ-ხმალი დაყაროს და
ენის შესწავლას თავი დაანებოს, რადგან იგი ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. ეს კი მოტივაციის
ნაკლებობითაა განპირობებული.
ზოგიერთი შესაძლოა ფიქრობს, რომ ნიჭიერი ადამიანი
ადვილად და სწრაფად ისწავლის უცხო ენას, მაგრამ მოტივირებული ადამიანი, მეტად თუ
არა, ნაკლებად წარმატებული მაინც არ იქნება.
ენის შემსწავლელმა უნდა იცოდეს რა სურს და, რომ
უცხო ენის შესწავლა არის გზა ამ მიზნის მისაღწევად!
No comments:
Post a Comment